LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ლიზო დეკოლტესა და შავ სპორტულებში პოზირებს – ვარსკვლავის თამამი „ლუქი“

341
39202538-0-image-a-24-1613119148044

მომღერალმა ლიზომ მუსიკალურ ინდუსტრიაში ფურორი არაერთხელ მოახდინა. ის ცნობილია არა მარტო თავისი ჰიტებით, არამედ თავისი სხეულის ფორმებითაც, რომელსაც არასდროს მალავს და არც საზოგადოების რეაქციები აფერხებს. მისი ფოტოები არაერთხელ ყოფილა განხილვის საგანი, ვარსკვლავი  ბევრჯერ გაუკრიტიკებიათ კიდეც სხეულის დემონსტრირებისთვის.

ამჯერად 32 წლის არტისტმა სოციალური ქსელის მეშვეობით ფოტოების სერია გაავრცელა, სადაც ის საკუთარ ბაღში პოზირებს. მას შავი, საკმაოდ თამამი ტოპი  აცვია, რომელსაც ამავე ფერის სპორტული შარვალი აქვს შეხამებული. ლიზოს „ლუქს“ „ნაიკის“ ფერადი სპორტული ფეხსაცმელი და მზის სათვალე ასრულებს.

შეგახსენებთ, გასულ წელს მომღერალი „ვოგის“ გარეკანზე მოხვდა, ის Moschino-ს კაბაში პოზირებდა. ფოტოსესიას ლიზოს ინტერვიუც ახლდა თან, სადაც ის დიდი წონის მქონე ქალბატონებს მიმართავს.

„გოგონებო დიდი ზურგით, მკლავებით, მუცლით და ფეხებით, თქვენ გესმით, რასაც ვგულისხმობ, ჩვენ სხეულის აღნიშნული ფორმებით პოზიტივიც უნდა მივიღოთ“, – აცხადებს არტისტი.

დიდი გოგონები მსოფლიოს იპყრობენ - ლიზო „ვოგის“ გარეკანზე

ფოტოსესიას ლიზოს ინტერვიუც ახლავს თან, სადაც ის დიდი წონის მქონე ქალბატონებს მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები