30 ნოემბერს, მომღერალი რიტა ორა 30 წლის გახდა. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გამო ქვეყანაში ლოქდაუნია, ვარსკვლავმა გლამურულ წვეულებაზე უარი მაინც ვერ თქვა, საოცარი საღამო მხოლოდ საკუთარი თავისთვის მოაწყო და დაბადების დღეც მარტომ აღნიშნა. რიტამ მისაღები ოთახი ოქროსფერი ჰელიუმის ბუშტებითა და ყვავილებით მორთო, თავად კი ლატექსის შავი შარვალი და ვერცლისფერი ზედა მოირგო.
„დიდი მადლობა იმ სიყვარულისთვის, რომელიც მაჩუქეთ. მაპატიეთ მაგრამ ლოქდუნის წესები დავარღვიე. მე ამ ტორტს საუზმეზეც სადილზეც და ვახშამზეც მივირთმევ“– დაწერა ორამ „ინსტაგრამზე“ და გამომწერებს ფოტოები გაუზიარა.