LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: მეგან ფოქსი წითელ ხალიჩაზე ქართული ბრენდის სამოსით გამოჩნდა

1315
page

ცოტა ხნის წინ მუსიკალური სამყაროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, iHeartRadio Music Awards-ის 2021 წლის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

წითელ ხალიჩაზე 35 წლის მსახიობი და მოდელი, მეგან ფოქსიც გამოჩნდა, მასთან ერთად მისი ახალი გულისწორი, კოლსონ ბეიკერიც იმყოფებოდა. მეგანი საზოგადოების წინაშე ქართველი დიზაინერების, დები მაჭარაშვილების ბრენდის  ტანისამოსითა წარდგა.

მას MACH & MACH-ის ვარდისფერი ორეული,  ტოპი და შარვალი ეცვა და ამავე ბრენდის ვერცხლისფერი ფეხსაცმელი ამშვენებდა.

შეგახსენებთ, MACH & MACH 2012 წელს საქართველოში შეიქმნა, დღესდღეობით ბრენდი მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები