თათა გიორგობიანი იუბილარია.
მომღერალი 30 წლის გახდა და კადრები სოციალურ ქსელში გამომწერებს გაუზიარა.
„მეგონა ყველაზე დიდი ცვლილება გარდატეხის ასაკი იყო. თუმცა ვცდებოდი.
დრო გადის და წლიდან წლამდე, მეტ საოცრებას ვპოულობ სამყაროში.
ერთ-ერთი მთავარი, რაც აღმოვაჩინე 30-იანებში, ესაა უნარი, უდიდესი სიბინძურის მიღმა დავინახო ის სილამაზე, სიმშვიდე, ერთიანობა, რის გადასარჩენადაც ღირს სიცოცხლე, ბრძოლა და ადამიანების სიყვარული.
მიზანი, რომელიც ჩემს ეგოზე დიდია და მის მიღმაც არსებობს. მიზანი რომელიც თანდაყოლილი და გარდაუვალია…
და ეს სიცოცხლე შეიძლება იყოს სახალისო, სავსე, შემოქმედებითი და სასიამოვნო თუ შენ აკეთებ შენთვის მისიურად სწორ საქმეს.
რადგან ჩვენ, ყველა, საბოლოო ჯამში ერთნი ვართ. კოლექტიური არაცნობიერის ნამცეცები ვართ.
ჩვენ საბოლოოდ ერთ საქმეს ვემსახურებით – სიცოცხლეს, განვითარებას და და საერთო ბედნიერებას.
ყველა გატყუებთ, ვინც გეუბნებათ, რომ ადამიანი ტანჯვისთვისაა შექმნილი. ტანჯვა თანმდევია ხანდახან, მაგრამ არა აუცილებლობა და მითუმეტეს, არც მიზანი !
ადამიანი ბედნიერებისა და განვითარებისთვისაა შექმნილი.
ყველა გატყუებთ, ვინც გეუბნებათ, რომ ის თქვენ პრობლემებს მოგიგვარებთ. საბოლოოდ, ყველა თქვენი პრობლემა მაინც თქვენი მოსაგვარებელი გახდება, თქვენი პასუხისმგებლობაა და ნებისმიერი სხვა გამოსავალი დროებითია და შემდეგ უფრო ძვირი ჯდება.
ის, რაც სასწავლია – მაინც გესწავლინებათ იოლად და ნებით თუ რთულად- ეს უკვე თქვენზეა.
რადგან არსებობს ბალანსი და წონასწორობა, რომელიც ჩვენს ამჟამიერ ყოფიერებაზე დიდია და მას სულაც არ სურს ჩვენი ტანჯვა, მას საერთოდაც არაფერიც არ სურს. ის უბრალოდ მიზეზ-შედეგობრივია.
თუ ახლა ვერ ხვდები, რამ მოგიტანა “უსამართლო” ტანჯვა, რისი შედეგია ის და რას დაედება შემდეგ მიზეზად, უბრალოდ თვალები უკეთ უნდა გაახილო, უნდა ეძებო მიზეზ-შედეგობრიობა და ერთ დღესაც აუცილებლად იპოვი ! იპოვი ბევრ „აჰააააა”-ს!
ამ სისტემის დანახვა შესაძლებელია მხოლოდ გულისა და გონების ერთობლივი თვალით და არა ცალკეულად; მხოლოდ რაციონალური ლოგიკით ან მხოლოდ ემოციებით.
ენდე, უსმინე და აცადე შენს უმაღლეს “ზე-მე”-ს. ის უხილავი და ჯადოსნური კომპასია ბედნიერებისკენ“, – წერს თათა გიორგობიანი.
„ულამაზესი წყვილი“ – თათა გიორგობიანი რჩეულთან ერთად შარმ ელ შეიხში ისვენებს