49 წლის მსახიობი, მეთ დეიმონი ოჯახური დასვენებისას გადაიღეს. ის დროს, მალიბუს სანაპიროზე მეუღლესთან, ლუჩიანა ბაროზოსთან, ქალიშვილებთან და მეგობრებთან ერთად ატარებს.
საზოგადოების ყურადღება ოსკაროსანი მსახიობის სხეულმა მიიპყრო, მეთი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია. ვარსკვკლავი თავის უფროს ქალიშვილს, 14 წლის იზაბელას სერფინგის დაფაზე დგომას ასწავლიდა.
სხვათა შორის, მეთი მალიბუს სანაპიროს საკმაოდ ხშირად სტუმრობს. გასულ კვირას, პაპარაცების ობიექტივში, მეთ დეიმონი და მისი მეუღლე კვლავ მოექცნენ, მათთან ერთად კი ბენ აფლეკი და მისი შეყვარებული, ანა დე არმასი იმყოფებოდნენ.
ფოტო: ბენ აფლეკისა და მეთ დეიმონის პაემანი მალიბუს სანაპიროზე
გასულ უქმეებზე მეგობრებს ორმაგი პაემანი ჰქონდათ