LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „მოგზაურობა ამერიკაში“ იგივე შემადგენლობით ბრუნდება

829
Untitledgh

32 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კინოეკრანებზე ედი მერფის მონაწილოებით კომედია „მოგზაურობა ამერიკაში“ ვიხილეთ. ფილმი მალევე იქცა ყველასთვის ერთ-ერთ საყვარელ კომედიად. ახლა კი ცნობილი გახდა, რომ  Amazon Studio-მ საკულტო ფილმის მეორე ნაწილი გადაიღო. „მოგზაურობა ამერიკაში 2“-ში პრინცი აკიმი – ედი მერფი და  მისი ერთგული მსახური სემი – არსენიო ჰოლი კვლავ გაერთიანდებიან. აღსანიშნავია, რომ ფილმში პირვანდელი შემადგენლობა იქნება წარმოდგენილი.

„მეორე ნაწილი ნამდვილი დღესასწაული იქნება განსაკუთრებით ჩვენი ასაკის ადამიანებისთვის “, – აცხადებს ფილმის რეჟისპორი კრეიგ ბიუვერი.

„მოგზაურობა ამერიკაში 2“- ს კინოეკრანებზე 2021 წლის 5 მარტს ვიხილავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები