LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: მთაწმინდაზე ახალი აშენებული კერძო სახლი თითქმის 10 მლნ ლარად იყიდება

11364
ipiccy_image

თბილისში კიდევ ერთი ძვირად ღირებული სახლი იყიდება, ამჯერად – მთაწმინდაზე. უძრავი ქონების ღირებულება 3 200 000 აშშ დოლარს შეადგენს, რაც ლარებში, 9 მილიონს მნიშვნელოვნად აღემატება და თითქმის, 10 მლნ ლარამდეა.

ინფორმაცია გასაყიდი კერძო სახლის შესახებ, თავისი ფოტომასალით, გაზეთ „სიტყვა და საქმეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. განცხადებიდან ვიგებთ, რომ სახლის ფართობი 400კვ.მ-ია, ეზოსი – 1000 კვ.მ. სახლს აქვს 9 ოთახი, აქედან – 7 საძინებელი.

ცნობისთვის, კერძო სახლი მთაწმინდაზე ახალი აშენებულია, შესაბამისად, რემონტიც არის – ახალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები