Porsche-მ თავისი სმარტფონი წარადგინა და ის ძალიან თხელი გამოუვიდა. Porsche Design-ის სტუდიამ და ჩინურმა ტექნოლოგმა Honor-მა ორ ეკრანიანი Honor Magic V2-ის ახალი ვერსია წარადგინეს და მას RSR უწოდეს. სიახლემ Porsche-სგან განსაკუთრებული დიზაინი მიიღო, რაც გაუმჯობესებულ მახასიათებლებს და ავტოსპორტს უკავშირდება. ჩინეთში გაყიდვები გასული თვიდან დაიწყო და გაჯეტის ფასი 16 ათასი იუანია. სხვა ბაზრებზე ღირებულება დიდი ალბათობით, უფრო მაღალი იქნება.
Honor-ში ამტკიცებენ, რომ ტელეფონი ნაკაწრებისა თუ სხვა მსგავსი დაზიანებების მიმართ ბევრად გამძლეა. მასა მინიმალური 234 გრამია, სისქე 9,9 მილიმეტრი.