ამერიკულ სასტუმროში Porsche-ს ექსკლუზიური ნომრები გაჩნდა. გერმანული ბრენდისა და სპორტქარი 911-ის თაყვანისმცემლები საკმარისზე მეტია, თანაც საკულტო მოდელის ფლობა აუცილებელი სულაც არ არის. ბევრი, ვისაც პოპულარული მოდელის შეძენა ჯერ არ შეუძლია, თავს სუვენირებით ირთობს. ამიერიდან კი Porsche 911-ის უკეთ შეგრძნობას მსურველები აშშ-ში, სასტუმრო Nobu Holet Altanta-ში გაჩერებითაც შეძლებენ. აღნიშნულ ლოკაციაზე მიმზიდველი სპორტქარის სტილში შესრულებული სასტუმროს ნომრები დაემატა.
სასტუმროსა და ავტომწარმოებლის თანამშრომლობა Porsche Icon Suite-ისა და Porsche Classic Room-ის შექმნით დასრულდა. ორივე ნომერში ხელოვნების ნიმუშები და სტილი „პორშეს“ ეკუთვნის, ასევე იქვეა განთავსებული ექსკლუზიური სამახსოვრო ნივთები და კოლექციები.
Porsche Classic Room-ში ერთი ღამის გათენების საფასური 356 დოლარიდან დაიწყება, ხოლო Porsche Icon Suite-ის მინიმალური ღირებულება 966 დოლარია.