LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ნახეთ, როგორია ქუთაისის განახლებული აეროპორტი – „ეს მართლაც გამორჩეული პროექტია მთელ რეგიონში”

155
197735140-980321539373118-4946472055041059758-n

ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი გუშინ ოფიციალურად გაიხსნა. „მთელი გულით ვულოცავ საქართველოს, იმერეთის რეგიონს, ქუთაისს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის განახლებულ აეროპორტს და ამ პროექტის დასრულებას, რომლის შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი მთელ რეგიონში“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა  შიდა ინტერიერის მოწყობა და გაერთიანდა ძველი და ახალი ტერმინალები, რის შედეგადაც ქუთაისის აეროპორტს აქვს ერთიანი ტერმინალი, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც მისი შეუფერხებელი ოპერირებისთვის არის საჭირო.

განახლებულ ტერმინალში  მოეწყო ე.წ. „მწვანე გადახურვა“ და გამწვანებული ტერასა. აეროპორტს აქვს 7 გასასვლელი და საათში 1200-ზე მეტი მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის არსებულ გამტარუნარიანობასთან შედარებით ოთხჯერ მეტია. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, განახლებული აეროპორტის მგზავრთა გამტარუნარიანობა წელიწადში ორნახევარ მილიონამდე გაიზრდება.

„დღეს ჩვენ სახეზე გვაქვს სრულიად განახლებული სივრცე.  ტერმინალის საერთო ფართობი 6-ჯერ, 30 000 კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა მთლიანი სივრცე, რაც მართლაც ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი აეროპორტის შესაძლებლობას ქმნის. ასევე პრაქტიკულად 4-ჯერ გაიზარდა მგზავრთგამტარუნარიანობა და განახლებული აეროპორტი 2.5 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურება. ქუთაისის აეროპორტში მოსულ მგზავრებს 2 000 კვადრატულ მეტრამდე კომერციული ფართები დახვდებათ, რაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა მთლიანად საქართველოს ბიზნესისთვის, მათ შორის რეგიონალური, მცირე ბიზნესისთვის, ასევ გაიზარდა სარეგისტრაციო დახლები, გასასვლელები, ბარგის გაცემის ლენტი და ა.შ. ყველა პარამეტრით ეს არის უკვე საერთაშორისო სტანდარტების მსხვილი აეროპორტი“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების მასშტაბური პროექტი 2017 წელს დაიწყო. სახელმწიფომ ამ მიზნით 110 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა. სხვადასხვა დროს პროექტის განხორციელებაზე 500-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. პროექტში ჩართული იყო 100 ზე მეტი წამყვანი ქართული და უცხოური კომპანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები