პანდემიის ეპოქაში ყველაზე აქტუალურ კოლექციაზე ცნობილმა დიზაინერმა რონალდ ვან დე კემპმა იმუშავა. 29 უნიკალური ნიღაბი „კრისტის“ ოფიციალურ საიტზე 17–დან 30 სექტემბრამდე გაიყიდება.
პირბადეებს საწყისი ღირებულება არ ექნება და შემოსული თანხა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება. წინასწარი ინფორმაციით, ფული მიგრანტების დასახმარებლად ორგანიზაცია Refugee Company–ში გადაირიცხება.
აღსანიშნავია, რომ არტ–ნიღბებმა დიდი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია, ამიტომ აუქციონის სახლის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, ლოტები გაყიდვამდე ამსტერდამში, მთავარ შტაბ–ბინაში გამოფინონ. ნამუშევრების დათვალიერება ყოველ დღე 10:00–დან 17:00 საათამდე იქნება შესაძლებელი, თუმცა საგამოფენო სივრცეში მოსახვედრად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა.
ყველაზე ლამაზ ნიღბებად აღიარებული კოლექცია რონალდ ვან დერ კემპმა ამსტერდამში გამართულ ჩვენებაზე, კორონავირუსის პანდემიის პირველი პიკის დროს წარადგინა. თითოეული ნიღაბი ორიგინალური ესკიზით, მაღალი მოდის ატელიეშია შეკერილი.