მართალია, კანის ფესტივალი კინომოყვარულთა საყვარელი ღონისძიებაა, თუმცა ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ ეს ნამდვილად არის მოდის ზეიმი და ამასთან, ვარსკვლავთცვენის ყველაზე ცნობილი ადგილი.
ამჯერად, „კანის” 75-ე კინოფესტივალზე 51 წლის სუპერმოდელმა, ნაომი კემპბელმა თვალისმომჭრელი კაბით გაიბრწყინა.
მოდელის გრძელი კაბა მუქი ვარდისფერი ყვავილების დეტალებით იყო დაფარული.
უხვი ფაქტურებით, განსხვავებული და ორგანული ფორმის სინთეზით შექმნილი ელი სააბის 2022 წლის კოლექცია მოირგო 41 წლის მოდელმა ალესანდრა ამბროსიომ.
რიგით 75-ე კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 17 მაისს გაიხსნა და 28 მაისს დასრულდება.