26 მაისს ცნობილმა მომღერალმა, ნატო მეტონიძემ, თავისუფლების მოედანზე საქართველოს ჰიმნი შეასრულა.
გარდა კარგი შესრულებისა, მაყურებელს თავი შესანიშნავი ჩაცმულობითაც დაამახსოვრა. ქართული დროშის ფერებში, თეთრსა და წითელში გადაწყვეტილი გრძელი კაბა თეთრი ზედით – დათუნა სულიკაშვილის ნახელავია.
ფოტოები სოციალურ ქსელში მაია მაისურაძემ გამოაქვეყნა.