სერიალი „ვამპირის დღიურები“ უკვე კარგა ხანია დასრულდა, თუმცა როგორც ჩანს შოუს მთავარი გმირები ახლო მეგობრობას აგრძელებენ. ნინა დობრევი და პოლ უეზლი ვაიომინგში, სამთო კურორტზე იმყოფებიან. ფოტოები „ინსტაგრამზე“ ნინამ გაავრცელა, ვარსკვლავებს ორმაგი პაემანი აქვთ.
ნინა არდადეგებს სავარუდოდ თავის შეყვარებულთან ერთად ატარებდა, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია, პოლს კი თან მეორე ცოლი ახლდა, წყვილი 2 წლის წინ დაქორწინდა. არსად ჩანდა ყველასათვი საყვარელი ვამპირი დეიმონი. როგორც ჩანს იენ სომერჰოლდერი მათთან ნაკლებ დროს ატარებს.
ცნობისთვის, იანი და ნინა სერიალის მსვლელობისას ერთმანეთს ხვდებოდნენ, ახლა მას მეუღლე ჰყავს და ის კიდევ ერთი ვამპირია საგიდან „ბინდი“. ნიკი რიდი და იანი 3 წლის ქალიშვილს ზრდიან.