LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Nissan X-Trail-მა „ცხელი“ ვერსია Nismo წარადგინა

103
Nissan X-Trail-მა „ცხელი“ ვერსია Nismo წარადგინა

Nissan X-Trail-ის Nismo-ვერსია იაპონიაში ოფიციალურად წარადგინეს. კომპანია Nissan-მა წარმოადგინა X-Trail (იგივე Rogue) მოდიფიკაცია Nismo. ძრავის სისტემა პრაქტიკულად ხელუხლებელი დარჩა, თუმცა ტექნიკური ნაწილი შეცვალეს, რათა მანქანას უკეთ გაევლო მოსახვევები, გაზრდილიყო სტაბილურობა და სავალი ნაწილის კომფორტი. გაყიდვები იაპონიაში 24 სექტემბერს დაიწყება, საწყისი ფასი კი  5 416 400 იენი იქნება.

X-Trail Nismo Kayaba Swing Valve-ის ახალი ამორტიზატორებით აღჭურვეს, რომლებიც ეფექტურად ამცირებს რყევებს — ასეთი დეტალები აქამდე Nissan-ზე არ დაყენებულა. ჰიბრიდული ძალოვანი დანადგარი e-4ORCE, რომელიც აერთიანებს შიდა წვის ძრავის გენერატორსა და ორ ელექტრო ძრავს, უცვლელი დარჩა, თუმცა დახვეწეს ბრუნვის მომენტის განაწილება წინა და უკანა თვლებს შორის. ამის წყალობით კროსოვერი გზაზე უფრო სტაბილური გახდა.

ელექტროძრავების სიმძლავრე უცვლელია: წინა აწარმოებს 198 ცხენის ძალას, უკანა — 132 ცხენის ძალას.

კროსოვერს დაუმონტაჟეს 20-დიუმიანი დისკები და Michelin Pilot Sport EV-ს საბურავები. გარდა ამისა, გადახედეს საჭის მართვას, დაემატა რეჟიმი Sport, რომელიც აჩქარების პედალს უფრო მგრძნობიარეს ხდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები