ოქტომბრის თვიდან, ჯულია რობერტსი ოჯახთან ერთად ავსტრალიაში იმყოფება, სადაც ფილმის, „ბილეთი სამოთხეში“ გადაღებები მიმდინარეობს. რობერტსი მთავარ როლს ასრულებს, მას პარტნიორობას ჯორჯ კლუნი უწევს, რომელიც გადაღებებზე ასევე ოჯახთან ერთად იმყოფება.
ჯულიამ შობა სიდნეიში გაატარა, ის სანაპიროზე მეუღლესთან, დენიელ მოდერთან და სამ შვილთან ერთად გადაიღეს. 54 წლის „ლამაზმანს“ მთლიანი, ვარდისფერი საცურაო კოსტიუმი ამშვენებდა. ის შვილებთან ერთად სეირნობდა, მეუღლეს ეხუტებოდა და საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდა.