LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ორთაჭალაში იყიდება კერძო სახლი, რომელსაც საკუთარი საფეხბურთო მოედანი აქვს

437
16-42b57aab-5658-4021-abbf-a18a0496093c

თბილისში, ორთაჭალაში კერძო სახლი იყიდება, რომელსაც საკუთარი საფეხბურთო მოედანი აქვს. გასაყიდი უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია „სიტყვა და საქმეს“ ოფიციალურ ვებგვერდზ გამოჩნდა.

ამავე განცხადებიდან ვიგებთ, რომ კერძო სახლის ღირებულება 4 მილიონი დოლარია, რაც ლარებში 13 მილიონს აღემატება.

„იყიდება, ან ქირავდება თანამედროვე რემონტით, 4 ადგილიანი ავტოფარეხით, ლიფტით, აუზით, ულამაზესი ხედებით, საკუთარი ფეხბურთის მოედნით, საბილიარდოთი, ფიტნესით, უზარმაზარი ტერასებითა და ეზოებით“, – წერია უძრავი ქონების აღწერაში.

აღსანიშნავია, რომ სახლის ფართობი 1430 კვ.მ-ია, ეზოსი – 886 კვ.მ. კერძო სახლს აქვს 7 ოთახი, აქედან 5 საძინებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები