LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Peugeot-მა სატვირთო ელექტრო ველოსიპედი გამოუშვა

192
peugeot

კომპანია Peugeot-მა სატვირთო ელექტრონული ველოსიპედი გამოუშვა. მის გამოყენებას ოჯახი ან მცირე ბიზნესი შეძლებს, ამასთან მეტი კომფორტისთვის ზოგიერთი ფუნქციის მართვა აპლიკაციით იქნება შესაძლებელი. ველოსიპედს ექნება მოპარვისგან დაცვის რეჟიმი, ნავიგაცია, ამინდის პროგნოზი და კიდევ ბევრი სხვა რამ.

ფირმა Peugeot Cycles, რომელიც ისტორიის ათვლას 1882 წლიდან იწყებს, მალე სერიულ ხაზში სამ სხვადასხვა კატეგორიის ელექტრო ველოსიპედს დაამატებს.

გარდა საქალაქო Digital e-Bike-ისა, ფრანგებმა შექმნეს მისი გრძელი ვერსიაც Digital e-Longtail დიდი საბარგულით, სადაც ორი ბავშვი ან პროდუქტებით სავსე ჩანთა მოთავსდება და მესამე სატვირთო სამგზავრო Digital e-Front Load.

სიახლის გამოყენებას ნებისმიერი მსურველი ძალიან კომფორტულად შეძლებს, ერთადერთი ნაკლი ალბათ ინფრასტრუქტურის არ არსებობაა. თუმცა, იმ ქვეყნებში სადაც Peugeot Cycles არის წარმოდგენილი, საჭირო ინფრასტრუქტურაც არსებობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები