„ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ჟერარ პიკემ პირველად გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში ფოტო ახალ მეგობარ გოგონასთან ერთად.
35 წლის ესპანელმა ფოტო გადაიღო 23 წლის კლარა ჩია მარტისთან, რომელიც ყოფილი ფეხბურთელის საინვესტიციო კომპანია Kosmos-ში მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში.
4 ივნისს ცნობილი გახდა პიკესა და პოპმომღერალ შაკირას დაშორების თაობაზე 11-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ. წყვილს ორი შვილი ჰყავს.