LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „პუტინი სასაცილოა“ – ჯემი ლი კერტისმა „ოსკარების“ დაჯილდოებაზე უკრაინას მხარი ღიად დაუჭირა – მსახიობის ინტერვიუ

224
page

ლოს-ანჯელესში ამერიკული კინოაკადემიის პრემიის, „ოსკარის“ დაჯილდოების 94-ე ცერემონია გაიმართა. ტრიუმფატორი ,,კოდა” გახდა, ფილმში, The Eyes of Tammy Faye შესრულებული მთავარი როლისთვის კარიერაში პირველი ოსკარი მიიღო ჯესიკა ჩესტეინმა. `საუკეთესო ანიმაციური ფილმი“ ენკანტო გახდა, „ოსკარი“ საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის კენეტ ბრანამ მიიღო, ფილმისთვის ბელფასტი. კატეგორიაში „საუკეთესო სიმღერა“ ბილი აილიშმა გაიმარჯვა, კომპოზიციისთვის No Time To Die​.

ფოტო: ჯესიკა ჩესტეინმა პირველი „ოსკარი“ მიიღო

,,კოდა” ოსკარის დაჯილდოების ტრიუმფატორი გახდა – „ოსკარი“ 2022-ის გამარჯვებულები ცნობილია

ყველა ფიქრობდა,  რომ მსახიობები უკრაინის შესახებ რაიმე ოფიციალურ განცხადებას გააკეთებდნენ, თუმცა ომის შესახებ არავის არაფერი უთქვამს. ჯემი ლი კერტისი ის იშვიათი ვარსკვლავთაგანი გახდა, რომლებმაც უკრაინას მხარი ღიად დაუჭირა. მას ხელზე უკრაინის დროშის ფერებში გადაწყვეტილი სამაგრი ეკეთა. მსახიობმა People-თან შემდეგი რამ განაცხადა.

„ჩვენ ახლა კრიზისის შუაგულში ვართ, რომლებიც ალბათ ყველას შეგვეხება, თუმცა ახლა მხოლოდ უკრაინელი ლამაზი ხალხი იჩაგრება. ჩვენ ვალდებულები ვართ ამ აგრესიას მეტი ყურადღება დავუთმოთ. პუტინი სასაცილოა, წარმოუდგენელია, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა ოდესმე აღდგეს“ , – ამბობს კერტისი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები