LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „ქართული ოცნების“ ლიდერების „სელფი“ ნეაპოლიდან

533
fyjtyj

გუ­შინ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ყუ­რა­დღე­ბა „დი­ე­გო მა­რა­დო­ნას­კენ“ იყო მი­მარ­თუ­ლი, სადაც „ნა­პო­ლიმ“ „იუ­ვენ­ტუ­რი“  5:1 და­ა­მარ­ცხა.

„ნაპოლის“ ქართველმა გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტურში ტურინის იუვენტუსს გოლი 39-ე წუთზე გაუტანა.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მუხ­ტი იგ­რძნო­ბო­და სტა­დი­ონ­ზე მყო­ფი ქარ­თვე­ლე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც ნე­ა­პოლ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად ხვი­ჩას სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ ჩა­ვიდ­ნენ.

რა ხდებოდა სტადიონზე, მას შემდეგ, რაც კვარამ „იუვენტუსს“ გოლი გაუტანა - ემოციურ კადრებს რუსკა მაყაშვილი გვიზიარებს

რუსკამ  კვარას  გატანილი გოლის შემდეგ ქართველი ქომაგების ემოციები გადაიღო და გამომწერებს გაუზიარა.  

დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე უამრავი ქართველი ქომაგი იმყოფებოდა.

მათ შო­რის იყ­ვნენ „ქართული ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბი. ფოტო „ინ­სტაგ­რამ­ის“ საკუთარ გვერდზე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა გაავრცელა.

როგორც ფოტოდან ჩანს, კვარაცხელიას საგულშემატკივროდ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერ­თად ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, ბექა ოდი­შა­რია, ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე, ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნი და გი­ო­გი ამი­ლახ­ვა­რი იმყოფებოდნენ.

ვიდეო: კვარას მორიგი გოლი და La Gazzetta dello Sport-ის პოსტი ქართველ ფეხბურთელზე

ვიდეო: როგორ ქომაგობენ ხვიჩა კვარაცხელიას ქართველები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g