გასული წლის ივლისში „ფეისბუქის“ გენერალური დირექტორი, მარკ ცუკერბერგი ჰავაიზე, სერფინგის დროს გადაიღეს. ის საკმაოდ უცნაურად გამოიყურებოდა, სახე მთლიანად თეთრი ჰქონდა, როგორც ჩანს, მარკმა ძალიან ბევრი მზისგან დამცავი საცხი გამოიყენა. აღნიშნულმა ფოტოებმა ინტერნეტსივრცე ააფეთქა, მარკის ფოტოებზე უამრავი „მემე“ გაჩნდა. ერთი სიტყვით ცუკერბერგი დაცინვის ობიექტი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო.
ახლახანს მარკმა ონლაინ გადაცემაში სტუმრობისას სწორედ აღნიშნული ფაქტი გაიხსენა და ბოლო ბოლო სიმართლეც გაამხილა, მისი განცხადებით, მან სახე თეთრად სახე პაპარაცებისგან დასამალად დაიფარა.
„დავინახე, რომ მანქანით პაპარაცები მომყვებოდნენ, მე კი არ მინდოდა მათ ვეცნე, ამიტომ სახე მთლიანად მზისგან დამცავი საცხით დავიფარე. ეს ძალიან სასაცილო იყო, მოხარული ვარ, თუკი ადამიანები გავამხიარულე“, – განაცხადა მარკმა.