მანამ სანამ ესა თუ ის საავტომობილო ბრენდი რომელიმე მოდელის მრავალ მილიონიან ტირაჟს გამოუშვებდა, ყველაფერი პირველი ეგზემპლარით დაიწყო. ზოგჯერ ავტომწარმოებლები ცდილობენ, რომ ახალი მოდელის გამოშვებამდე, მის მიმართ საყოველთაო ინტერესი გამოიწვიონ, ამიტომ პირველ მანქანებს განსაკუთრებულებს ქმნიან.
ბრენდების თაყვანისმცემლებიც თავს ვერაფერს უხერხებენ და აღსანიშნავ მოვლენას ყურადღების გარეშე არ ტოვებენ. ამ დროს კი აბსოლუტურად სტანდარტული ავტომობილი მათთვის რაღაც განსაკუთრებული ხდება. არადა სინამდვილეში სხვა ეგზემპლარებისგან ის მხოლოდ ერთი რამით, Vin-კოდის ბოლოში ციფრი 001-ით განსხვავდება.
გავიხსენოთ მანქანები, რომლებითაც ლეგენდარული და უნიკალური მოდელების ისტორია იწყებოდა.