LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: როგორ ეხმაურება ნიცა თავაძე ხვიჩა კვარაცხელიას მიერ იტალიის ჩემპიონატზე გატანილ მეოთხე გოლს

3672
ფორტუნა (10)

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა და „ნაპოლი“ გასვლაზე „ატალანტასთან“ შეხვედრაში დააწინაურა.

საქართველოს ნაკრების ლიდერმა თავი 43-ე წუთზე გამოიჩინა – გუნდის კაპიტნის, ჯოვანი დი ლორენცოს ჩაწოდებული ბურთი ხვიჩამ კარში ზუსტი თავური დარტყმით გაგზავნა და ანგარიში გახსნა.

ხვიჩას გატანილ გოლს მისი მეუღლე ნიცა თავაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და gazzetadellosport- ის მიერ გაზიარებული  ფოტოს აქვეყნებს.

საერთოდ კი, ბოლო სამ მატჩში კვარაცხელიამ ოთხი გოლი გაიტანა – მანამდე ხვიჩამ ორი გოლით თავი საქართველოს ნაკრებში შოტლანდიასთან გამოიჩინა და ერთიც ესპანეთთან შეაგდო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები