LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: როგორი იქნება ადამიანი 3000 წელს – ბრჭყალებით, პატარა ტვინით და თვალზე მეორე ქუთუთოთი

925
13456

რა მოუვა ადამიანს სულ რაღაც 800 წელში თუკი ტექნოლოგიებზე ისევე იქნება დამოკიდებული როგორც ახლა – საოცარი მოდელი Daily mail-მა გაავრცელა.
მოხრილი წელი, გაფართოებული კისერი, ბრჭყალების ფორმის თითები და თვალის მეორე ქუთუთო – ასეთი იქნება 3000 წლისთვის ჰომო საპიენსი, რომელსაც სახელად „მინდი“ დაარქვეს.

„წლების განმავლობაში სმარტფონში ყურება თუ კომპიუტერის ეკრანთან გადახრილად ჯდომა გამოიწვევს მოხრილი ფიგურის ჩამოყალიბებას, რომელსაც ყველაფერთან ერთად სქელი კისერიც ექნება. გარდა ამისა, ხელის ფორმაც შეიცვლება და სმარტფონზე ადაპტირდება. გარდა ამისა, შესაძლოა ადამიანის თავის ქალა გასქელდეს, ტვინი კი დაპატარავდეს.“ – ნათქვამია კვლევაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები