როგორი იქნებოდა McLaren F1 ჩვენს დროში რომ ეარსება? ამ კითხვას ორი ნათელი პასუხი აქვს: 1) McLaren-ის დღევანდელი ჰიპერქარები უნდა ვნახოთ და 2) ექსტრემალური ჰიპერქარის განახლებული დიზაინის წინასწარმეტყველება შეუძლებელია – მთავარი აზრიც სწორედ ამაშია!
ხოლო შვედმა დიზაინერმა კევინ ანდერსონმა ამ კითხვას განსხვავებული პასუხი გასცა. ძირითადად ის ბრენდ Zeekr-ზე მუშაობს, თუმცა არც თუ ისე იშვიათად ლეგენდარული მანქანების თავისეულ ინტერპრეტაციასაც გვთავაზობს. პროფესიონალმა McLaren F1-ის თავიდან გამოგონება არ დაიწო – სუპერქარის მისეული შესრულება ადვილად ამოსაცნობია. კევინი ადგა და 30 წლის მოდელის დიზაინი განაახლა.
![01da08074416b495f008a4dd8267b41b](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/09/2024-09-10_17-37-25_326153.jpg)
![d918869df11a5271df38c54b64a23923](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/09/2024-09-10_17-37-29_544738.jpg)
![56bbdb1c019456d01538242063fa8a15](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/09/2024-09-10_17-37-27_449223.jpg)
![f0ca867fe8d840f247bc08c0e6cc6be8](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/09/2024-09-10_17-37-30_550462.jpg)
![c44087822bbc378e239b83562880fc8e](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/09/2024-09-10_17-37-28_551693.jpg)
![1b8a1700cb6bbc31805d9f2625d27c1f](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/09/2024-09-10_17-37-26_346804.jpg)