სტანდარტული ავტომობილების უმრავლესობას თუ საქალაქო ყველგანმავლებს ორი ხიდი აქვთ. თუმცა ტუნინგ-ატელიეების ნაწილი და ზოგჯერ თავად ავტომწარმოებლებიც ფიქრობენ, რომ რიგ შემთხვევაში ეს საკმარისი არ არის და თავის ქმნილებებს უამრავი საბურავით ავსებენ.
ამ ყველაფერში არანაირი პრაქტიკული სარგებელი არ არის. ავტორები ამ ყველაფერს მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ ასე სურთ. როგორც წესი, გიჟური პროექტების ბაზად სერიოზულ ყველგანმავლებს იყენებენ, თუმცა არის შემთხვევები როდესაც პლატფორმად მინიატურულ მოდელებს არჩევენ.
მოდით თვალი გადავავლოთ, ზოგიერთ უჩვეულო ავტომობილს.