საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბავშვობის ფოტოს აქვეყნებს.
როგორც ვიგებთ, ფოტო ეროვნული ბიბლიოთეკის არქივს ეკუთვნის.
„დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკის ფოტოფონდს ეს უნიკალური ფოტოკოლექცია შეემატა. მასში ეს ფოტო ვნახე:
ცენტრში ახალდაქორწინებულები – ტარიელ ზურაბიშვილი და ივონ რეინჰარდი. მათ წინ – სალომე და ოთარ ზურაბიშვილები (ბავშვები), მარცხნივ – სავარაუდოდ მილი ზურაბიშვილი, მარჯვნივ – ზეინაბ კედია. ივონის უკან – ნიკოლა ზურაბიშვილი.
მე მიყვარს ჩემი პრეზიდენტი!”, – წერს ლევან თაქთაქიშვილი.