ამერიკის შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტი, 59 წლის ბარაკ ობამა და მისი 56 წლის მეუღლე, მიშელი ობამა საშობაო არდადეგებს ჰავაის კუნძულებზე ატარებენ. პაპარაცებმა წყვილი ნავზე დააფიქსირეს. ოჯახურმა კადრებმა საზოგადოებაში საოცრად დადებითი შეფასებები დაიმსახურა.
„საუკეთესო წყვილი“, „საუკეთესო პრეზიდენტი და პირველი ლედი“, – წერენ კომენტარებში.
შეგახსენებთ, წყვილი 1992 წელს დაქორწინდა. ბარაკსა და მიშელს 22 და 19 წლის ქალიშვილები ჰყავთ.