ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ლუკა ლოჩოშვილის რჩეული, სალომე ლაშხი სოციალურ ქსელში საინტერესო კადრს გვიზიარებს.
როგორც ჩანს ისინი ჩემპიონატზე მიღწეულ წარმატებას გრემის მფლობელ ლეგენდარულ ამერიკულ ბენდთან, Kool & the Gang-თან ერთად ზეიმობენ.
„საზეიმო განწყობა ლეგენდებთან ერთად“, – წერს სალომე ლაშხი.
ცნობისთვის, დღეს თავისუფლების მოედანზე საქართველოს ეროვნული ნაკრების დაბრუნების აღსანიშნავი ღონისძიება იმართება. ფეხბურთელები ქალაქის ქუჩებში მსვლელობას აწყობენ.