პატარ-პატარა სიგიჟეები ალბათ ყველა მასშტაბურ ავტო სალონს აქვს. ვერ ისვენებენ სტენდებთან მდგომი ადამიანები, ჟურნალისტები ერთი პრეს-კონფერენციიდან მეორეზე დარბიან, ადგილზე არიან კორპორატიული თანამშრომლებიც, რადგან თითო სიახლე ყველა დიდ კომპანიას აქვს. ახლა კი ეს ალიაქოთი ათზე გაამრავლეთ და შანხაის ავტო სალონს მიიღებთ.
ჩინეთში ავტომწარმოებელთა საერთო რიცხვი 400-ზე მეტია, თვეში კი 2 მილიონამდე მანქანა რეალიზდება. ზოგიერთმა დიდმა მოთამაშემ ათამდე უახლესი მოდელი წარადგინა!
მთავარი თემა – რა თქმა უნდა, ელექტრომობილებია, ასევე შედარებით მცირე რაოდენობით ჰიბრიდებიც. უფრო მეტის ნახვა ჩვენს გალერეაში შეგიძლიათ.