LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: შავ-თეთრი უცნაური კაბა-შარვალი – ემა უოტსონის დიდი დაბრუნება წითელ ხალიჩაზე

393
page

დიდი ხანია „ჰარი პოტერის“ ვარსკვლავი, ემა უოტსონი წითელ ხალიჩასა და გლამურულ ღონისძიებებზე არ გვინახავს. და აი,  ზუსტად ერთი წლის შემდეგ 31 წლის მსახიობი დაბრუნდა. ის ლონდონში, გარემოს დაცვის ორგანიზაციის ღონისძიებაზე იმყოფებოდა.

ვარსკვლავის ჩაცმულობა ნამდვილად ეპატაჟური და ცოტა უცნაურიც კი იყო. მან შავ-თეთრი კაბა-შარვალი მოირგო. ორიგინალური ჩაცმულობის ერთი მხარე თეთრი კაბისგან შედგებოდა, რომელიც საპატარძლო კაბას წააგავდა, მეორე მხარეს კი მას შავი შარვალი ეცვა.  აღნიშნული კოსტიუმი ახალბედა დიზაინერს, ჰარი რიდს ეკუთვნის.

ჰერმიონი შეყვარებულია – ემა უოტსონი და მისი უსიმპათიურესი შეყვარებული ქუჩაში კოცნის დროს გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები