LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: შუმახერის ჩემპიონი Ferrari აუქციონზე 15 მილიონ დოლარად გაიყიდა

27
შუმახერი

ჟენევაში ჩატარდა აუქციონი, რომლის ფარგლებშიც Ferrari F2003-GA, 2003 წლის მოდელი გაიყიდა. ბოლიდი სპეციალურად ფორმულა-1–ისთვის შეიქმნა და მისი საშუალებით მიხაელ შუმახერმა მსოფლიო ჩემპიონის რიგით მე-6 ტიტული მოიპოვა. უცნობმა მყიდველმა გამარჯვებულ ავტომობილში 14,87 მილიონი დოლარი გადაიხადა.
ლოტი მოძრაობაში 3 ლიტრის მოცულობის V10 ძრავას მოყავს და მისი სიმძლავრე 845 ცხენის ძალაა.
ცნობილმა ავტო მრბოლელმა „სამეფო რბოლების“ 19 სეზონი ჩაატარა და შვიდგზის ჩემპიონმა თავისი კარიერის განმავლობაში 91 გამარჯვება მოიპოვა.
წარმოდგენილმა ბოლიდმა სრული რესტავრაცია გაიარა, რომლის ფარგლებშიც ავტომობილს იდეალური სახე დაუბრუნეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები