LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: სტიქია ხარაგაულში – ადიდებულმა მდინარემ საუბნო გზები დატბორა და მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა

680
fot

ხარაგაულში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან.

მუნიციპალიტეტის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ საავტომობილო გზები დააზიანა.

ხარაგაულში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა მოლითის, ვახანის, ლეღვნისა და წიფის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს უშუალოდ ხელმძღვანელობს ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი.

„მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. ხარაგაულის მერიამ სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები პირველივე შესაძლებლობისთანავე დაიწყო“, – აღნიშნულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g