რესტორან „ქვევრის“ მფლობელი, ლაშა ბასლანძე სოციალურ ქსელში მის რესტორანში გადაღებული რამდენიმეკაციანი ქორწილის ფოტოს აქვეყნებს და ხაზს უსვამს სიძე-პატარძლის დამოკიდებულებას ქვეყანაში და ზოგადად, მსოფლიოში არსებული სიტუაციის მიმართ.
ლაშა წერს:
„სიძე-პატარძალი და თითო-თითო მეჯვარე ❤️ სრული წესების დაცვით და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით. ჰო, რაც მთავარია, დედოფალი საქორწილო კაბით და სიძეც გამოწკეპილი. როგორ გინდა ,პატივი არ სცე ასეთ მოქალაქეებს? თან, იმის მერე, რაც 2 დღის წინ მოვიდნენ ადამიანები, 8 აპრილს უნდოდათ 150-კაციანი ქორწილი და გაუკვირდათ, უარი რომ მიიღეს… მაგრამ ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ჩვენი უარის მერე სხვა რესტორანმა ისინი მაინც დასვა…
P.S. ფოტოზე მყოფი წყვილი, რა თქმა უნდა, მაგრად დავასაჩუქრეთ“.