LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ტომ კრუზის უიშვიათესი გამოჩენა 29 წლის ვაჟთან ერთად

253
page

„გლასტონბერის“ ფესტივალის შემდეგ, 61 წლის ტომ კრუზმა შვილებთან ერთად გასეირნება გადაწყვიტა. ეს მსახიობის უიშვიათესი გამოჩენაა 29 წლის ვაჟთან, კონორთან ერთად. მამა-შვილი ლონდონში გადაიღეს, ისინი ვერტმფრენით გასეირნებისთვის ემზადებოდნენ.

როგორც ცნობილია, ტომ კრუზს სამი შვილი ჰყავს, აქედან მხოლოდ ერთია მისი ბიოლოგიური შვილი, რომლის დედაც მისი ექს-მეუღლე კეტი ჰოლმსია.

მოგეხსენებათ, ტომს ქალიშვილთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს. კრუზს ის უკვე 11 წელია არ უნახავს. სურიმ მამის გვარზე უარი ოფიციალურად უკვე განაცხადა.

რაც შეეხება მის ორ შვილს, ისინი ტომმა და ნიკოლ კიდმანმა შორეულ 90-იან წლებში იშვილეს. ცნობილია, რომ ტომს ორივე მათგანთან ფანტასტიკური ურთიერთობა აქვს. თავად ნიკოლი კი შვილებს იშვიათად ეკონტაქტება.

ვიდეო: ამღერებულ-აცეკვებული 61 წლის „თინეიჯერი” – როგორ „აჯაზებს“ ტომ კრუზი „გლასტონბერის“ ფესტივალზე

ცნობილი მამის გარეშე გატარებული სკოლის გამოსაშვები საღამო – ტომ კრუზის 18 წლის ქალიშვილი შეუდარებლად გამოიყურება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები