ფილმის, Rust გადასაღებ მოედანზე დატრიალებული ტრაგედიიდან 2 კვირაზე მეტი გავიდა. ჰალინა ჰაჩინსის გარდაცვალებამ ალეკ ბოლდუინის ცხოვრებასა და კარიერას დიდი დაღი დაასვა. პაპარაცები მის ოჯახს გამუდმებით უთვალთვალებენ, საზოგადიების ინტერესი არც მისი კარიერის მიმართ იკლებს.
ფოტო: „როგორც ჩანს, უკვე კარგადაა“ – ალეკ ბოლდუინი მეუღლესთან ერთად სეირნობისას გადაიღეს
ალეკ ბოლდუინი ტრაგიკულად გარდაცვლილი ოპერატორის მეუღლეს ეხუტება – ემოციური ფოტოები
ცოტა ხნის წინ მსახიობი ნიუ-იორკში, მეუღლესთან, ჰილარიასთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად გადაიღეს. ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ ალეკი საქმიანობას კვლავ შეუდგა, მან „ინსტაგრამზე“ პოდკასტი გაავრცელა. Here’s The Thing, ასე ჰქვია გადაცემას, რომელიც მისი პროდიუსერობით, ივლისში ჩაიწერა.
ჯერჯერობით ბურუსითაა მოცული მისი კინო-კარიერა, სავარაუდოდ ალეკი კინემატოგრაფიას კარგა ხანს არ დაუბრუნდება.