LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „როგორც ჩანს, უკვე კარგადაა“ – ალეკ ბოლდუინი მეუღლესთან ერთად სეირნობისას გადაიღეს

834
Untitledfffdddd

ალეკ ბოლდუინი და მისი ოჯახი მანჩესტერში, ვერმონტში იმყოფებიან. წყვილის პირადი ცხოვრება და მათი თითოეული გადაადგილება მედიის ყურადღების ცენტრში ხვდება. მას შემდეგ, რაც მათ გადასაღებ მოედანზე ტრაგედიის შემდეგ ჰელოუნის აღსანიშნავი ფოტოები გაავრცელეს და საზოგადოების კრიტიკაც დაიმსახურეს, ისინი პირველად გამოჩნდნენ.

„როგორც ჩანს, უკვე კარგადაა“, „რთულმა პერიოდმა გადაიარა?“, – წერენ კომენტარებში.

ფოტოებს, სადაც ალეკ ბოლდუინი ოჯახთან ერთად ჰელოუინს აღნიშნავს, კრიტიკა მოჰყვა

ისინი კაფედან გამოდიოდნენ ყავით და საკვებით  ხელში, შემდეგ კი გაისეირნეს. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ალეკმა რეპორტიორებს სთხოვა, აღარ აედევნონ მის ავტომობილს, რომელშიც მისი შვილები სხედან.

ფოტო: სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ ალეკ ბოლდუინს პაპარაცები მოსვენებას არ აძლევენ – მსახიობი მეუღლესთან ვახშმობის დროს გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები