LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ტუნინგ-ატელიე Brabus-მა ტანსაცმლის კოლექცია გამოუშვა

109
ტუნინგ-ატელიე Brabus-მა ტანსაცმლის კოლექცია გამოუშვა

Brabus-ს ტანსაცმლის კოლექცია აქვს. ტანსაცმელსა და აქსესუარებს ბრენდი ამერიკელ დიზაინერთან, ჯეფ ჰემილტონთან ერთად ქმნის. კოლექციას ატელიეს მდიდრული ავტომობილების პატივსაცემად Masterpiece უწოდეს და ნივთების ფასები 150 ევროდან 23 800 ევრომდე მერყეობს.

კოლექცია ავტომობილებსა და მოდურ დიზაინს შორის არსებულ ზღვარს ამცირებს და უპასუხებს კითხვას – „როგორ ვატაროთ Brabus Masterpiece”, აზუსტებს ატელიე.

ტანსაცმელი და აქსესუარები იმავე მასალითაა დამზადებული, რასაც BRabus-ის სალონების გასაფორმებლად იყენებენ. ასევე გამოყენებულია საფირმო ფერები და ორნამენტები. 

ტანსაცმლის ყველა დეტალი ნულიდან ინდივიდუალური შეკვეთითაა დამზადებული და მყიდველის მოთხოვნილებებზეა მორგებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები