LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: უნგრეთში სოციალური დისტანციის დასაცავად რესტორანი პირდაპირ „ეშმაკის ბორბალზე“ გახსნეს

160
kolaji2010

უნგრეთში უჩვეულო რესტორანი გაიხსნა. ტურისტების რაოდენობის შემცირების გამო ადგილობრივ რესტორნებს შემოსავალი ძალიან შეუმცირდათ და გადასარჩენად ახალი გზების ძიება დაიწყეს.

ბუდაპეშტში განთავსებულმა მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანმა Costes გადაწყვიტა, რომ სტუმრები ქალაქის ერთ–ერთ ატრაქციონზე მიეღო, რაც გაყიდვების გაზრდასთან ერთად სოციალური დისტანციის დასაცავადაც საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.

როგორც Costes–ის მფლობელმა კაროლ გერენდაიმ განაცხადა, პანდემიის გამო გამოცხადებული კარანტინის შემდეგ მათი ბრუნვა ლამის ათჯერ შემცირდა, ამიტომ ბიზნესის გადასარჩენად ახალი გზების ძიება დაიწყეს.

„ახლა როცა არც „ეშმაკის ბორბალს“ ყავს ვიზიტორები და არც რესტორანს, მოგვეცა შესაძლებლობა ეს მიქსი გაგვეკეთებინა“ – უთხრა კაროლმა Reuters–ს.

„დღევანდელ რეალობაში ხალხისთვის სოციალური დისტანციის დაცვა ყველაფერზე მნიშვნელოვანია, „ეშმაკის ბორბლის“ კაბინები კი უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად იდეალური ადგილი აღმოჩნდა.“

ატრაქციონზე განთავსებულ რესტორანში ვახშმის ღირებულება 48 000 უნგრული ფორინტი ანუ დაახლოებით 500 ლარია. იდეა ადგილობრივებს იმდენად მოეწონათ, რომ პირველი საღამოსთვის კაბინები სრულად დაიჯავშნა.

რესტორნის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ივენთი მხოლოდ რამდენჯერმე გაიმართება, რადგან შემდეგ ძალიან აცივდება და „ეშმაკის ბორბალზე“ ვახშმობა კომფორტული აღარ იქნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g