LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: უნიკალურ Chevrolet Corvette აუქციონზე გაიყიდება

152
უნიკალურ Chevrolet Corvette აუქციონზე გაიყიდება

აუქციონზე უნიკალური Chevrolet Corvette C3 გაიყიდება. ონლაინ ვაჭრობა პორტალზე Bring a Trailer გაიმართება. უნიკალური ავტომობილი Corvette-ის ყველაზე დიდი დილერის ფრენკ მილნას დაკვეთით დაამზადეს და პროექტს General Motors-ის დიზაინერი ხელმძღვანელობდა. ამ დროისთვის ექსკლუზიური ავტომობილის ღირებულება 7 800 დოლარია.

სპორტქარზე მუშაობის დროს სპეციალისტებმა სერიული Corvette C3-ის ძარა სრულად შეცვალეს. განახლდება ასევე სხვა ვიზუალური დეტალები.

Corvette-ის კაპოტის ქვეშ 5,7 ლიტრის მოცულობის V8 ძრავაა განთავსებული და აგრეგატი 215 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. აგრეგატთან ერთად დამონტაჟებულია 3 საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისია. აგების შემდეგ ავტომობილი დამკვეთის სადილერო ცენტრში გამოფინეს. შემდეგ მოდელი ევროპაში გადაიყვანეს, სადაც მან რამდენიმე ათწლეული გაატარა.

წარმოების მომენტიდან დღემდე ექსკლუზიურ „კორვეტს“ მხოლოდ 72 ათასი კილომეტრი აქვს გავლილი.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები