LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ფლორიდის პოლიცია დამნაშავისთვის ჩამორთმეული Chevrolet Corvette-ით დადის

132
corvette

ფლორიდის პოლიცია ნარკოდილერისთვის ჩამორთმეული Chevrolet Corvette-ით დადის. ამერიკელი სამართალდამცავების ავტო პარკში საკმაოდ დიდი რაოდენობითაა ეგზოტიკური მოდელები, თანაც როგორც წესი, მათ შესაძენად ფული ბიუჯეტიდან არ დახარჯულა.

ადგილობრივი პოლიციის ავტო პარკში ხვდებიან დამნაშავეებისთვის ჩამორთმეული ავტომობილები. სწორედ ასე მოხვდა მათთან Chevrolet Corvette C8-აც, რომელიც ერთ-ერთ კრიმინალს წაართვეს და ახლა საზოგადოებრივი ღონისძიებებისთვის იყენებენ.

2022 წლის კუპე პოლიციამ 2023 წლის აპრილში მას შემდეგ მიიღო, რაც მისი 25 წლის მეპატრონე ალექსანდრ კეისი ნარკოტიკების გადატანისთვის დააპატიმრეს.

მანქანის დიზაინი შეცვალეს და მასზე წარწერა – „პოლიციაც“ დაიტანეს. Corvette-ს გარკვეული პერიოდი გამოიყენებენ, შემდეგ კი როცა ვადა გაუვა, აუქციონზე გაყიდიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები