LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ვენსან კასელისა და მონიკა ბელუჩის 15 წლის ქალიშვილმა, დევამ შეყვარებული გამოაჩინა

943
page

ვენსან კასელისა და მონიკა ბელუჩის 15 წლის ქალიშვილი, დევა კასელი საზოგადოების ყურადღების ცენტრში სულ უფრო და უფრო ხშირად ექცევა.  სულ ცოტა ხნის წინ, იტალიაში, კომოს ტბაზე „დოლჩე და გაბანას“ სარეკლამო კამპანიისთვის გადაღებები მიმდინარეობდა. გადაღებების მთავარი გმირი სწორედ დევა გახდა გასულ წელს მან „დოლჩე და გაბანას“ სუნამო,  Dolce Shine წარადგინა. ახლა კი გოგონამ ბიკინი მოირგო და საზოგადოება აღაფრთოვანა.

რამდენიმე დღის წინ, ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში შეყვარებული პირველად გამოაჩინა. როგორც ირკვევა, დევას გულისწორი, მოდელი ლუკა სალანდრაა. ისინი ერთმანეთს 6 თვეა რაც ხვდებიან, ახლა წყვილი მეგობრეთან ერთად სენ-ტროპეში ისვენებენ.

როგორც ჩანს, ვენსან კასელის მეორე მეუღლე, ტინა კუნაკი წყვილს გულშემატკივროვს, ის ვენსანის ქალიშვილს ფოტოებზე ხშირად უკომენტარებს.

რაც შეეხება დევას რჩეულს, ლუკასაც იტალიურ-ფრანგული ფესვები აქვს, ის საკმაოდ აქტიურად იღებს სამოდელო ჩვენებებში მონაწილეობას, აღსანიშნავია, რომ ის  საზოგადოების წინაშე პარიზის მოდის კვირეულზეც წარდგა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები