56 წლის მუსიკოსი და მსახიობი, ლენი კრავიცი ჟურნალ Men’s Health-ის ნოემბრის გარეკანზე მოხვდა და გამოცემას საინტერესო ინტერვიუც მისცა. ისაუბრა ვეგანობაზე და ასევე გააჟღერა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მემუარებს წერს, სადაც ვეგანობის ეტაპები დეტალურად იქნება აღწერილი.
როგორც ცნობილია, „გრემის“ ოთხგზის მფლობელს ყოფილ მეუღლესთან, ლიზა ბონესთან იდეალური ურთიერთობა აქვს და ამით საოცრად ამაყოფს. შესანიშნავი ურთიერთობა აქვს ასევე ექს-მეუღლის ქმართან, მსახიობ, ჯეისონ მომოასთან.
„ადამიანებს ვერ დაუჯერებიათ, ჯეისონთან რამდენად ახლო მეგობრობა მაკავშირებს, იდეალური ურთიერთობა მაქვს ჩემს ყოფილ მეუღლესთანაც, ჩვენ ერთმანეთთან სამუდამოდ ვართ დაკავშირებულები. როდესაც მე და მომოა ერთმანეთს პირველად შევხდით, ორივემ გავიფიქრეთ – მე ამ ბიჭზე ვგიჟდები“, – განაცხადა ლენიმ.