კენდალ ჯენერმა „პარიზის მოდის კვირეულის“ ფარგლებში, „სკიაპარელის“ ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. 29 წლის მოდელმა პოდიუმზე 2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია მოირგო.
მას და, კაილი ჯენერი უჭერდა მხარს, ის პირველი რიგიდან ადევნებდა თვალს შოუს. დარბაზში ასევე იმყოფებოდა მოდის სამყაროს გავლენიანი ფიგურა, ანა ვინტური.
რაც შეეხება მის „ლუქს“, კენდალმა პოდიუმზე გამჭვირვალე შავი გრძელი კაბა მოირგო, რომელიც ბეწვის დეტალებით იყო გაფორმებული.
ფოტო: „პლასტიკური ქირურგიისთვის არასდროს მიმიმართავს!“ – კენდალ ჯენერის წარმოუდგენელი ტრანსფორმაცია
ცოტა ხნით ადრე, ჯენერმა მონაწილეობა მიიღო კოსმეტიკური ბრენდის L’Oréal Paris ტრადიციულ შოუშიც, სადაც პოდიუმზე მასთან ერთად გამოჩნდნენ კარა დელევინი, ევა ლონგორია, ჯეინ ფონდასა და ჯილიან ანდერსონი.
ცნობისთვის, „პარიზის მოდის კვირეული“ 29 სექტემბერს დაიწყო და ის გაგრძელდება 7 ოქტომბრამდე გაგრძელდება. უკვე ისეთი მოდის სახლების ჩვენებები გაიმართა, როგორებიცაა: „ივ სენ ლორანი“, „ლუი ვიტონი“, „სტელა მაკკარტნი“ და „დიორი“.
ფოტო/ვიდეო: კაბა-ხელოვნების ნიმუში – კენდალ ჯენერის „სკიაპარელის“ კაბა მსოფლიო მედიას იპყრობს




