82 წლის ჰარისონ ფორდი ახალ სარეკლამო კამპანიაში გამოჩნდა. ის ვისკის, Glenmorangie-ის რეკლამების სერიის ამბასადორია. სარეკლამო კამპანიის გადაღებები შოტლანდიაში მიმდინარეობდა, ამიტომ „ინდიანა ჯონსის“ ვარსკვლავიც შოტლანდიური მთების ფონზე პოზირებს, თანაც შოტლანდიური ქვედაბოლოთი.
საინტერესოა, რომ ფოტოსესიას მალევე მოჰყვება პატარა ფილმიც, რომლის რეჟისორი ჯოლე ეჯერტონია. ფილმი ვისკის დამზადების მოკლე ისტორიას მოგვიყვება. ფილმში ისტორიული ციხე-სიმაგრეები და ის ადგილებიც იქნება ნაჩვენები, სადაც უშუალოდ ვისკის აწარმოებენ. თავად 82 წლის ჰარისონ ფორდი ახალ რეკლამაში მხნედ და ენერგიულად გამოიყურება.
ჯინსებში გამოწყობილი 82 წლის ჰარისონ ფორდი, ფანტასტიკურ ფორმაშია
82 წლის ჰარისონ ფორდი, მეუღლესთან ერთად სერიალის პრემიერაზე, ფანტასტიურად გამოიყურება