ბიბი რექსა ახალი დისკის გამოსაშვებად ემზადება. Better Mistakes – ასე ჰქვია ამერიკელი მომღერლის მეორე სტუდიურ ალბომს, რომელიც დღის სინათლეს 7 მაისს იხილავს.
ფირფიტაზე, რომელშიც 13 ტრეკი შედის, ,,გრემის’’ ორგზის ნომინანტმა შემსრულებელმა რამდენიმე არტისტთან, მათ შორის კი ამავე პრემიაზე ასევე ორჯერ წარდგენილ Lil Uzi Vert-თან ითანამშრომლა. ამ უკანასკნელთან მან დუეტი – Die for a Man ჩაწერა, რომლის რელიზი 30 აპრილს შედგა.
31 წლის არტისტის მომავალი კრებულიდან უკვე ცნობილია სინგლები: Sacrifice, Sabotage და კოლაბი Doja Cat-თან – Baby, I’m Jealous.
შეგახსენებთ, რომ ბიბი რექსამ სადებიუტო სტუდიური ალბომი – Expectations 2018 წლის 22 ივნისს გამოუშვა.