ბიონსეს 2,2 მილიარდ დოლარად შეფასებული ტურნე, Renaissance გრძელდება. მორიგი კონცერტი ვანკუვერში გაიმართა. 42 წლის არტისტმა ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და სცენაზე კვლავინდებურად თვალწარმტაცი „ლუქების“ ზეიმი მოიწყო, ფოტოები და ვიდეოები კი „ინსტაგრამზე“ გაავრცელა.
ვიდეო: ფერთა აფეთქება და დაუვიწყარი პერფორმანსი – ბიონსეს მორიგი კონცერტი
სხვათა შორის, გასული ორი კვირა კონცერტები გამორჩეული გამოდგა. მას უამრავი ვარსკვლავი დაესწრო. მათ შორის გახლდნენ, არც მეტი არც ნაკლები, პრინცი ჰარი და მისი მეუღლე, მეგან მარკლი, ცნობილი მსახიობი, პედრო პასკალი და სარა პულსონი. ტიმოთი შალამე და კაილი ჯენერი კი სწორედ ბიონსეს კონცერტზე გამოჩნდნენ ერთად პირველად.
ვიდეო: „სასახლიდან გამოპარულები“ – ბიონსეს კონცერტზე აცეკვებული პრინცი ჰარი და მეგან მარკლი
ვიდეო: „ბიონსე ყველას აერთიანებს“ – ბიონსეს კონცერტზე აცეკვებული პედრო პასკალი