LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ბრიუს უილისის ყოფილმა და ამჟამინდელმა მეუღლეებმა მისთვის წვეულება გამართეს – დემი მური ფოტოებს ავრცელებს

178
page

ბრიუს უილისის ყოფილმა და ამჟამინდელმა მეუღლეებმა, დემი მური და ემმა ჰემინგმა მსახიობის პატივსაცემად საქველმოქმედო საღამო გამართეს. ღონისძიების მიზანი იყო თანხის შეგროვება დემენციის მქონდე პირებისთვის.

სტუმრებს შორის იყვნენ ვუპი გოლდბერგი, კევინ ბეიკონი. მუსიკალური ნაწილი კი ნამდვილი დღესასწაული აღმოჩნდა, სცენაზე გამოვიდა The Rolling Stones-ის ლეგენდარული გიტარისტი, კიტ რიჩარდსი, ასევე ნორა ჯონსი და სხვა ცნობილი არტისტები.

„ვზეიმობთ ბრიუსისთვის. ყველაფერი ეს ბრიუსს საოცრად უყვარს. იმით, რაც მას უყვარს“, – დაწერა დემი მურმა და საღამოდან ემმასთან გადაღებული ფოტოები გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ თავად ბრიუსი, რომელიც უკვე წლებია დემენციას ებრძვის, ღონისძიებას არ დასწრებია.

ბრიუს უილისი ლოს-ანჯელესში სეირნობის დროს გადაიღეს – დემენციასთან მებრძოლი მსახიობის უახლესი ფოტოები

„საშინლად ენატრებათ მამა“ – ემმა ჰემინგი ბრიუს უილისის სხვა სახლში გადასვლის შემდეგ, ახალ დეტალებს ასაჯაროებს

„ზოგჯერ ბავშვივით იქცევა, ამიტომ მას მეტი მზრუნველობა სჭირდება“ – დემი მური ბრიუს უილისზე ალაპარაკდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები