LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: Cardi B-მ მეუღლეს დაბადების დღეზე 600 ათას დოლარად შეფასებული ლამბორჯინი აჩუქა

256
36877158-0-image-a-138-1608051106012

მიმდინარე წლის სექტემბერში სკანდალურმა ჰიპ-ჰოპ არტისტმა, Cardi B-მ 3 წლიანი ქორწინების შემდეგ, სასამართლოში განქორწინების განცხადება შეიტანა და ისიც დაამატა, რომ ოფსეტთან შერიგების შანსი ნულის ტოფასია. თუმცა, აღნიშნული სიტყვები მცდარი აღმოჩნდა. წყვილი შერიგდა და თავს კვლავინდებურად ბედნიერად გრძნობს.

14 დეკემბერს რეპერ ოფსეტს 29 წელი შეუსრულდა. მეუღლემაც მას საოცარი სიურპრიზი მოუწყო. Cardi B-მ მეუღლეს  600 ათას დოლარად შეფასებული, ოქროსფერი ლამბორჯინი – Aventador SVJ აჩუქა.

წვეულებიდან გამოსულმა ვარსკვლავმა მეუღლეს თვალებზე ხელები ააფარა და გრანდიოზულ საჩუქართან მიიყვანა. ოფსეტის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მოგვიანებით რეპერმა ვიდეო „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა და ქარდის მადლობაც გადაუხადა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by OFFSET (@offsetyrn)

ცნობისთვის, Cardi B-მ მეუღლის გაოცება გასულ წელსაც მოახერხა, როდესაც დაბადების დღეზე ნახევარი მილიონი დოლარი აჩუქა და თანხა ცარიელ მაცივარში შეინახა.

ვიდეო: Cardi B-მ მეუღლეს  დაბადების დღეზე 500 ათასი დოლარი აჩუქა

ორმაგი პლატინის სტატუსის მფლობელი ჰიპ-ჰოპ არტისტის, Cardi B-ის მეუღლე ოფსეტს,  28 წელი შუსრულდა, ქარდიმაც გადაწყვიტა, ზედმეტი არ ეფიქრა, თუ რას აჩუქებდა საყვარელი მამაკაცს და საკმაოდ პრაქტიკულ და პრაგმატულ ხერხს მიმართა. ქარდიმ მეუღლეს ნახევარი მილიონი დოლარი აჩუქა და თანხა ცარიელ მაცივარში შეინახა, შემდეგ კი  ვიდეო ინსტაგრამის საშუალებით გაგვიზიარა. https://www.youtube.com/watch?v=bzrmflW7Yo8 შეგახსენებთ, Cardi B 19 წლის განმავლობაში პირველი ქალი გახდა, რომლის […]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები